დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 13:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს და პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან.
ქვეყნის პირველი პირი შეხვედრას ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს. გიორგი მარგველაშვილი იაპონური მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში არიან მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესმენები.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია