დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 22:30:02
დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს პრაღაში გამართულ კარასინ-აბაშიძის შეხვედრას. ბურჯანაძე აცხადებს, რომ კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი პრინციპულად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებობს.
"ის მცირე პოზიტიური გამონათებები, როგორიცაა თუნდაც ბაზრის გახსნა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, არ არის სტაბილური, რადგან თუ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ხვალ შეიძლება ეს მიღწეული შედეგებიც განულდეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი მოლაპარაკებები. კარასინი-აბაშიძის ფორმატი და დღევანდელი დღე, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთი დღე დავკარგეთ. მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა უნდა მუშაობდეს იმ პრობლემის მოგვარებაზე რასაც ახლა აფხაზეთში ვაწყდებით, ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ის მიიღებს ადეკვატურ ზომებს. მაინტერესებს რა არის ეს ადეკვატური ზომები და მათი აზრით, რუსეთი როგორ უპასუხებს ამ ადეკვატურ ზომებს. მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, როდესაც ისინი ჩემგან ითხოვენ ამ ურთიერთობების მოგვარების რეცეპტს. მე არაერთხელ მითქვამს ამის რეცეპტი - ეს არის პირდაპირი მოლაპარაკება, ეს არის პოლიტიკის ცოდნა და გამბედაობა, რომელიც ამ ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს. მე ნამდვილად ვიცი, როგორ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარება და შესაბამისად აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების ელემენტარული შანსის გაჩენა. ვწუხვარ, რომ მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ყველა თავის ნაბიჯზე იყურება უკან რომელიმე ქვეყნისკენ ან საელჩოსაკენ, ეს ხელისუფლება ვერასოდეს მოუგვარებს პრობლემებს საკუთარ ხალხს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია