დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე - მოგვიწევს რუსეთის დარწმუნება, რათა ყირიმის მოვლენების გაგრძელება არ მოხდეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 21:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების" სავარაუდო გაფორმებას აფხაზეთში ბევრი დაუპირისპირდება.
საგანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გაძლიერება.
"როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის მათი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში ბევრი დაუპირისპირდება ანექსიის პროცესს. მოგვიწევს ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ როგორმე დავარწმუნოთ რუსეთი და გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რათა ყირიმის მოვლენების გაგრძელება არ მოხდეს", -აღნიშნა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების" სავარაუდო გაფორმებასთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტი განცხადებას ან რეზოლუციას მიიღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია