დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, მაგრამ საკითხი ჯერ უსაფრთხოების ფორმატში უნდა განვიხილოთ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 20:00:02
მინდა ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია წინასწარ გაგაცნოთ, რომ მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, ვინაიდან ძალიან ბევრს ვფიქრობ მათ ბედსა და მომავალზე, როგორც ჩვენს მოძმე ერზე და ჩვენს ძმებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ამერიკულ ხომალდზე მიღების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იდეის გაჟღერებისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს, სანამ საკითხის განხილვა უსაფრთხოების ფორმატში არ მოხდება.
"თუმცა მე მანამდე თავს შევიკავებდი ამ იდეის საჯაროდ გაჟღერებისგან, ვინაიდან ჯერ მსურს, რომ უსაფრთხოების ფორმატში მოხდეს ამ იდეის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ საჭიროდ ჩავთვლით, გახდება საჯარო. განვიცდი ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების ყოფას და მდგომარეობას. ჩვენ მათზე ბევრს ვფიქრობთ და მე მინდა, რომ ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც წაადგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია