დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის საკითხზე რეზოლუციის რამდენიმე პროექტი არსებობდეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 18:00:02
საპარლამენტო ურავლესობის წევრი თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" პროექტის საპასუხოდ, პარლამენტში რეზოლუციის რამდენიმე პროექტი არსებობდეს.
ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება "ნაციონალურ მოძრაობას".
"რამდენი რეზოლუცია გვექნება, ეს დამოკიდებულია იმ პოზიციაზე, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი. ის, რომ უმრავლესობა ამ თემას აუცილებლად გამოეხმაურებოდა, ჩემი აზრით, სრულიად ნათელი იყო გუშინაც, როდესაც უსაფრთხოების საბჭოს განცხადება გავრცელდა. ნათელი იყო შესაბამისი მინისტრების და ასევე ჩვენი უმრავლესობის წევრების განცხადებებიც. ამიტომ, ორი რეზოლუცია იქნება თუ ერთი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება უმცირესობას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია