დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ახალაიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა ვნახოთ, შემდეგ შეიძლება კომენტარის გაკეთებაც
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 16:00:02
პარლამენტის ადამიანს უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ კონსტექსტში განხილვა არ შეიძლება.
ბესელიას განცხადებით, დათა ახალაიასთან დაკავშირებით საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ნახვის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთებაც.
,,ეს არის იმ ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის განსჯაში გამიჭირდება რომ შევიდე. რა ჩათვალა სასამართლომ არგუმენტად და რა არ გაიზიარა, ამაზე შემდეგ მხარეები ისაუბრებენ. პოლიტიკურ კონსტექსტში ვერ შევძლებ საკითხის განხილვას. ეს არის სამართლებრივი, კონკრეტული შემთხვევა, სხვა ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა ვნახოთ და შემდეგ შეიძლება კომენტარის გაკეთებაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
საბერძნეთი სასამართლომ დათა ახალაის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.











წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია