დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემმოწმებელ საპარლამენტო კომისიას უფლებამოსილებები უმცირდება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 11:00:02
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილებები იკვეცება და შემოწმების პერიოდის ოპტიმიზაცია ხდება.
შესაბამისი ცვლილებები "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შედის, რასაც კომიტეტებში განიხილავენ.
ამჟამად პარლამენტის გადაწყვეტილებით შექნილ კომისიას აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, ასევე აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმება ევალება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, საპარლამენტო კომისია მხოლოდ აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს განახორციელებს.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის ყოველწლიური საქმიანობის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ვადას, ის არაუგვიანესს 1 დეკემბრის ნაცვლად, არაუგვიანეს 1 მარტს შეიქმნება.
"აღნიშნული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების პერიოდს შეამცირებს, რადგან წარმოდგენილ ვადაში აუდიტის სამსახურის გასული წლის საქმიანობაც, მათ შორის ფინანსური ნაწილიც უკვე სრულად იქნება დასრულებული და გასული წლების მსგავსად, კომისიას აღარ დასჭირდება ზოგიერთი დოკუმენტაციის ლოდინი კანონმდებლობით დადგენილი ვადების გაუსვლელობის გამო, რაც საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას იწვევდა", - აღნიშნულია კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია