დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - მიზეზი, რის გამოც 1949 წელს ნატო შეიქმნა დღესაც აქტუალურია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 10:30:02
მიზეზი, რის გამოც 1949 წელს ნატო შეიქმნა - წინ აღუდგეს ევროპული სახელმწიფოების წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს - დღესაც აქტუალურია , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ვარშავაში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ როუზ-როსის 87-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სემინარის თემა იყო "აღმოსავლეთ ევროპა: პოლიტიკური და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები". სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა სესიაზე - "საქართველო: დემოკრატიის კონსოლიდაცია და წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში".
"დღეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესი არის პროგნოზირებადი სამეზობლოს გარანტია, ამასთან, მკვეთრი მესიჯი, რომ რუსეთის შანტაჟისა და ოკუპაციის პოლიტიკა სრულიად მიუღებელია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან არსებულ საფრთხეებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ, თუ დაგეგმილ რეფორმებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა სემინარის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია