დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე ზურაბ აბაშიძეს კარასინთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 10:00:02
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს.
ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
"მე კარგა ხანია ბატონ აბაშიძესთან კონტაქტი არ მქონია, არც საუბარი. შეიძლება მასზე რამდენიმე წლით უფროსი მართლაც ვარ, აქედან გამომდინარე კი, ასაკთან დაკავშირებით მისი კომენტარი მისთვის მისაღებია. ძალიან რთული მოლაპარაკებები აქვს ბატონ აბაშიძეს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ მის ჩამოსვლას", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, უმჯობესი იქნებოდა ქართულ მხარეს კარასინთან მორიგ რაუნდში მონაწილეობა არ მიეღო.
"მე რომ ვყოფილიყავი ქართული მხარის ადგილზე (ბატონი აბაშიძის გვარი არც მიხსენებია), თავს შევიკავებდი ამ რაუნდში მონაწილეობის მიღებისგან. ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა უარი ვთქვათ ფორმატზე", - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ჯაფარიძე კოლეგებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნა: "ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია