დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 09:00:02
თბილისში, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია", დღეს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პლატფორმის – "დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა" ფარგლებში "საჯარო ადმინისტრირების რეფორმის" პანელის მეშვიდე შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პანელის მუშაობაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე განიხილავენ "საჯარო ადმინისტრირების რეფორმის" პანელის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხებს და დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს. ქართული მხარე წარმოადგენს პრეზენტაციას საქართველოში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისთვის ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად.
აღნიშნული რეფორმის შინაარსზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა ისაუბრებს. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მათი აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების ერთობლივიინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა" დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისა და მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია