დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - 2010 წელს რომ დაგვეწყო რუსეთთან მოლაპარაკებები, დღეს სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/15 22:30:07
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთთან ანგარიშის გაწევის ზღვარი გადის პრაგმატულობაზე , ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს ცხრიანში" გააკეთა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას რეალური სუვერენიტეტი და მთლიანობის აღდგენაზე იზრუნოს, რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია.
"ამას მე ძალიან დიდი ხანია ვამბობ. 2010 წელს, როდესაც მე ვლადიმერ პუტინს შევხვდი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კარი გაცილებით ფართოდ იყო ღია და დღეს ეს პრაქტიკულად იხურება. მაშინ რომ ყურად ეღოთ ჩემი განცხადებები და რეალურად დაგვეწყო მოლაპარაკებები, დღეს არათუ გამყოფ ხაზებზე იქნებოდა საუბარი და იმაზე, რაზეც ვსაუბრობთ, არამედ დარწმუნებული ვარ სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვართ უმძიმესი რეალობის წინაშე. 2 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთდა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაწყებულიყო. შემოვიფარგლეთ და კმაყოფილი ვიყავით იმით, რომ რამდენიმე ათეული ბოთლი ქართული ღვინო და რამდენიმე ტონა ციტრუსი გავიდა რუსეთის ბაზარზე. დავკმაყოფლიდით ილუზორულ ნატო-ს წევრობას, დაფდაფები დასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ თურმე MAP- ზე უკეთესი მივიღეთ ეულსის ნატო-ს სამიტზე, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ნატო-ს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება და მივიღეთ ის პასუხი, რა პასუხიც შეიძლება კიდევ უფრო ძვირად დაუჯდეს საქართველოს", -განაცხადა ბურჯანაძემ.
კითხვაზე, ის რომ იყოს ხელისუფლებაში როგორ მოიქცეოდა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში რუსეთთან კომუნიკაციის პრობლემა არ იქნებოდა.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ - მე რომ ვყოფილიყავი არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად, დღეს ეს რეალობა არ იქნებოდა, პარლამენტს არ მივმართავდი იმ მოწოდებით, რა მოწოდებაც დღეს გაკეთდა. პრეზიდენტის საქმეა უპირველეს ყოვლისა საგარეო პოლიტიკური საფრთხეები ქვეყანას აარიდოს. აუცილებლად ვიქნებოდი ნამყოფი რუსეთში ძალიან მაღალი დონის ვიზიტით და ვიქნებოდი შეხვედრილი რუსეთის პრეზიდენტს და ხელისუფლებას. გარწმუნებთ, მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, დღეს ეს პრობლემა ნამდვილად არ ექნებოდა ქვეყანას", -განაცხადა ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია