დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი წერეთელი - ხელისუფლება არაადეკვატურ პოლიტიკას ატარებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/15 15:30:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა.
უმცირესობის დეპუტატის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფრის ათვლას 2012 წლიდან იწყებს, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის სფეროში სწორედ მანამადე განხორციელდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მკერდის კიბოსთან ბრძოლა და მისი პრევენციის პროგრამა ქვეყანაში სანდრა რულოვსის აქტური მონაწილებითაა დანერგილი, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას მისი ქონება სამარცხვინოდ აქვს დაყადაღებული.
,,იმ პრობლემების ფონზე, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთაა, ხელისუფლება ატარებს არაადეკვატურ პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში, კრიმინალიდან დაწყებული ცუდი ამინდით დასრულებული, ოპოზიციას ბრალდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს საუბრობდა იმაზე, თუ რამდენი კარგი რაღაც გაკეთდა ამ სფეროში. ჯერ ერთი, ამ სტატისტიკას ჩამოწერილს, რომ აყალიბებთ, ჩავიხედოთ მაინც ოფიციალურ მონაცემებში. თქვენ რა გიდათ თქვათ, რომ ბოლო ორ წელიწადში შობადობა მკვეთრად გაიზარდა? 2009-2010 წლებში გაცილებით მაღალი იყო შობადობა საქართველოში ვიდრე ეს დღეს არის. ჩაიხედეთ "საქსტატის" მონაცემებში. მართალია შეცვალეთ მისი თავმჯდომარე, მაგრამ მთლად მონაცემებს ვერ აყალბებთ. ყველაფრის ათვლას ნუ დაიწყებთ 2012 წლიდან. რას აკეთებთ სიღრიბის დასაძლევად. თუკი სოციალურ დახმარებას 2013 წელს 150 ათასი ადამიანი იღებდა, 2012 წელს ის 132 ათასი ბენეფიციარისთვის იყო გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ არის სტატუსშეჩერებული სტუდენტები ქვეყანაში. 2011 წელს 11 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი იყო, ხოლო 2013 წლის მონაცემებით, ის თითქმის სამჯერ გაიზარდა. რაც შეეხება მკერდის კიბოს თემას. ეს მტკივნეული საკითხია, თუმცა როცა ამაზე ვსაუბრობთ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პროგრამა და მასთან ბრძოლა საქართველოში დანერგილია სანდრა რულოვსის მიერ, ზოგიერთი ჩვენთაგანის თანამონაწილეობით და დღეს თქვენ სანდრა რულოვსის ქონება სამარცხვინოდ გაქვთ დაყადაღებული", -განაცხადა გიგი წერეთელმა პლენარულ სხდომაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია