დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზღვის უბნის სადავო კორპუსებში მცხოვრებლები მთავრობას მიმართავენ, რომ ისინი არავისგან მართულები არ არიან
ავტორი:
2014/ოქტომბერი/15 00:00:02
ლოტკინის მთაზე, ზღვის უბნის სადავო კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ისინი არავისგან მართულები არ არიან.
ზღვის უბნის 204-405 კორპუსების მცხოვრებლების ნაწილი დღეს ღამე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან შეიკრიბა და თოქ შოუ "არჩევანში" ჩართვა ითხოვა. სოციალურად დაუცველები მათთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.
"ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა, რომ ჩვენ ვიყავით მართული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს შორის არიან "ქართული ოცნების" არა მარტო კოორდინატორები, არამედ პარტიის წევრები. ვერ მივიღებთ ამას. მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენ არავისგან მართულები არ ვართ", - აღნიშნა სერგო სურგულაძემ.
სადავო კორპუსების მცხოვრებლებმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და "რუსთავი 2"-ის ტერიტორია დატოვეს.
ლოტკინის მთაზე, ზღვის უბნის მეორე მიკრორაიონის ორ კორპუსში მცხოვრები 107 ოჯახი საცხოვრებლების დატოვებაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ კორპუსებთან გუშინ ხმაური იყო. ადგილზე რამდენიმე მოქალაქე მივიდა, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნულ კორპუსებში ბინები მათი საკუთრებაა. მათი ინფორმაციით, "თბილგვირაბმშენი" მეტროპოლიტენში მომუშავეებისათვის 90-იან წლებში ბინებს აშენებდა და მათ ამისათვის საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხები ეჭრებოდათ.
კორპუსში ამჟამად მცხოვრებნი კი აცხადებენ, რომ ბინების მესაკუთრეთა ვინაობის გარკვევას ისინი 2003 წლიდან ცდილობდნენ. ბინების ფაქტობრივი მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ არავის საკუთრებაში არ არიან შეჭრილი და აცხადებენ, რომ მათი ნაწილი სოციალურად დაუცველია. 107 ოჯახიდან ზოგიერთი მათგანი რეგიონიდან არის, ზოგიერთი კი, თბილისელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია