დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - მოუთმენლად ველი 2015 წლის მარტს, როცა კოტე კუბლაშვილი თავის კარიერას დაასრულებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/14 23:30:02
მოუთმენლად ველი 2015 წლის მარტის თვეს, როცა კოტე კუბლაშვილი დაასრულებს თავის კარიერას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, ამის შემდეგ იმედი აქვს, რომ "გვეყოლება ისეთი უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი და მართლმსაჯულების მესვეური, რომელიც დაფიქრდება იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს მოსამართლე და გახადოს უფრო კომპეტენტურები".
"თუ დღეს მოსამართლის კომპეტენტურობის მიმართ არსებობს კითხვები, ეს კითხვები ეკუთვნის პირველ რიგში იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც მოსამართლე დაჩაგრა, ცოდნა არ მისცა, დანიშნა არაკომპეტენტური ან კომპეტენტური, თუმცა, ისეთ დღეში ამყოფა, რომ მიაღებინა პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, დღეს ვერც ერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება აკონტროლებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია