დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
1924 წლის ეროვნული აჯანყების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/14 19:00:02
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოში პირველად აღინიშნება ,,გლობალური დიასპორული კვირეული", რომელიც დიასპორის ჩართულობის საერთაშორისო ალიანსთან (IdEA) თანამშრომლობით ეწყობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში, 1924 წლის ეროვნული აჯანყების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ხვალ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.
"1924 წლის აჯანყება, როგორც საქართველოს ისტორიისა და ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, განსაკუთრებულ ყურადღებას და შესწავლას იმსახურებს. კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სათანადო ანალიზისა და მსჯელობის საფუძველზე, დღევანდელი გადასახედიდან, 1924 წლის აჯანყება, როგორც მაგალითი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ ქართველი ერის დაუოკებელი სწრაფვისა, თავის სათანადო ადგილს დაიკავებს საქართველოს უახლეს ისტორიაში", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე–დელონე, საქართველოს ისტორიის აღნიშნული ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ისტორიკოსები, ქართველოლოგები, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის შთამომავლები.
მინისტრის აპარატის ცნობით, კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ცნობილი ქართველოლოგი, აშშ-ს მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის პრეზიდენტი შარლ ურიევიჩი, ისტორიკოსი, დოქტორი ოლივერ რაისნერი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შვილიშვილი ქრისტინე ფაღავა–ბულეზი. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია