დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - "ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა, სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული
ავტორი:
2014/ოქტომბერი/14 15:00:02
"ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა, სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის , ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ადამიანის გატაცების საქმეში "ნაციონალების" ხელწერა იგრძნობა.
მისი თქმით, საქართველოში ერთადერთი დაჯგუფება "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც აწყობს ქვეყანაში იყოს ქაოსი და არეულობა.
"ნაციონალური მოძრაობა არის დესტრუქციული ძალა, სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური დაჯგუფება. ვფიქრობ, დღეს საქართველოში ერთადერთია ნაცმოძრაობა, რომელსაც აწყობს ქვეყანაში იყოს ქაოსი და არეულობა. ეს არც მათ და არც მათ მომხეებს არ გამოადგებათ. თუ დააპირებენ არეულობის მოწყობას, ყველა სათანადოდ მაქსიმალური სიმკაცრით იქნება დასჯილი კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი კუდი-ს და სოდ-ის თანამშრომლები ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.
ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.
"ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია