დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - უნდა დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი "ნაცმოძრაობის" ყოფილ ლიდერებსა და კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს შორის
ავტორი:
2014/ოქტომბერი/14 14:30:03
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ "ნაციონალებმა" თავადვე მოიფიქრეს და დადგეს დანაშაული, შემდეგ დანაშაულის მატებაზე სპეკულაციებს წარმატებით შეძლებენ.
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს გიორხელიძის გატაცების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ლიდერებსა და კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს შორის.
"ფაქტი არის ერთადერთი, რომელიც არ არის სადავო და ვერავინ გახდის სადავოდ, რომ გამტაცებლები არიან ყოფილი კუდ-ის თანამშრომლები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, რომ კუდ-ი და სოდ-ი იყვნენ მაშინდელი სახელმწიფო დანაშაულებრივი საქმიანობის მთავარი რგოლები და მონაწილებდნენ არა მხოლოდ ადამიანების გატაცებაში, არამედ სხვადასხვა ტიპის ძალადობაში, მათ შორის მამაკაცების გაუპატიურებაში. ეს ფაქტი, რომელიც შს სამინისტრომ აბსოლუტურად პროფესიონალურად, ძლიერებითა და ყოველგვარი დანაკარგების გარეშე გახსნა მოწმობს, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დანაშაული ვერ გაიფურჩქნება, ვერ აღორძინდება. უბრალოდ, აუცილებელია დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებსა და მაშინდელი ყოფილი მთავრობის მმართველებს შორის. ამას ალბათ გამოძიების პროცესში მეტი ნათელი მოეფინა, თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამგვარი წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებით ცდილობდეს სწორედ "ნაცმოძრაობა" აჩვენოს საზოგადოებას, თითქოსდა დანაშაულმა იმატა. რა თქმა უნდა, ასეთი დანაშაულები თუ თავად მოიფიქრეს და დადგეს, დანაშაულის მატებაზე შემდეგ სპეკულაციებიც შეიძლება წარმატებით. მაგრამ მთავარი არის ის, რაც შს სამინისტრომ გააკეთა. კერძოდ საქმე გახსნა ისე, რომ არ გახმაურებულა, ვინადან ამით შეიძლებოდა გატაცებულის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა- განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება იმას, უნდა შექიმნას თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია