დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ებანოიძე - ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შტატების დამატების კუთხით ვაკხანალია შეიქმნა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 18:30:02
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის შეფასებით, ადგილობრივ ორგანოებში შტატების დამატების კუთხით "უცნაური მდგომარეობა" და "ვაკხანალია" შეიქმნა. შესაბამისი განცხადება ებანოიძემ საკუთარი რაიონის მაგალითზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
"ადგილზე არსებობს უცნაური მდგომარეობა. ყოველ კვირა, როცა ჩემს მაჟორიტარულ ოლქში ჩავდივარ, დამატებით 20-30 ადამიანი ემატება ახალ დანიშნულს. ადგილზე ფაქტობრივად არც ერთი საქმე არ კეთდება. უბრალოდ არ მესმის, ჩვენი მოვალეობა საქმის კეთებაა თუ... სწორედ იმის გამო ჩვენ მივუშვით აიპ-ები, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში ყოველ კვირას ახალი აიპ-ი იქმნება. დასუფთავების სამსახურში 50 ადამიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში დაამატეს - ზოგი ბოთლების შემგროვებელი და ასე შემდეგ", - განაცხადა ებანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტბში არსებულ სიტუაციას "ვაკხანალია" უწოდა.
დეპუტატის ეს განცხადება "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ებანოიძის თქმით, პარლამენტში ინიცირებული საკითხი სერიოზულ განხილვას ითხოვს, რაც დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს.
ადგილობრივ თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობა ეძლევა.
ამ შესაძლებლობას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები იძლევა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. იცვლება პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი, რაც თვითმმართველობის კოდექსის მიღების პროცესში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო.
ახალი თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობის ერთგვარი ლიმიტირება განხორციელდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით განისაზღვრა.
ცვლილებები კოდექსის ამ ნაწილში შედის და როგორც "ინტერპრესნიუსს" პროექტის ავტორმა და ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა განუმარტა, ინიციატივა გულისხმობს შტატების გაზრდის შესაძლებლობას შემდეგნაირად: - რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, საშტატო რიცხოვნობას იმდენი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს – თუ 15-ია, მაშინ 15 კაცი, თუ 20-ია - 20 კაცი და ასე შემდეგ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია