დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანე კიღურაძე - განათლების სამინისტრო ლომაიასა და შაშკინის კურსს აგრძელებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 15:30:02
ფაქტობრივად, გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.
ივანე კიღურაძემ მეცნიერების დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, რომ დღეისათვის კვლევითი ინსტიტუტები ისევ ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორც ადრე იყვნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ მეცნიერების დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
"ნაციონალების ხელისუფლებამ კვლევითი დაწესებულებები დაანგრია, რომლის წყალობითაც საქართველო დამკვიდრდა მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზე. ახლა რა გამოდის, იმათ დაანგრიეს, ხელში ჩვენ მოგვცეს პისტოლეტი, რომ საკონტროლო გასროლა შევასრულოთ და ბოლო მოვუღოთ? არადა, სანამდე იარსებებენ ეს ადამიანები. პირადად მე არ მქონდა ლუკმა-პურის პრობლემა, მაგრამ რომ დაინახავ ღირსეული, მართლაც გამოჩენილი მეცნიერები საშინელ პირობებში არიან, როგორ შეიძლება დამშვიდებული ვიყო. ფაქტობრივად, დღეისათვის ის სიტუაცია გვაქვს და გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს. როგორ მდგომარეობაშიც იყო კვლევითი ინსტიტუტები, ისეთ მდგომარეობაში არიან დღესაც", - აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
მეცნიერებაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს თავად სფეროს წარმომადგენლებმაც, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ. მათი ნაწილის თქმით, მეცნიერები სულს ღაფავენ. ამასთან, განათლების ყოფილმა მინისტრმა გუჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის მეცნიერებას უნდა განაგებდეს, ის აუცილებლად მეცნიერი და სამეცნიერო დაწესებულებაში ნამუშევარი უნდა იყოს. შენიშვნებს მინისტრმა თამარ სანიკიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ სიჩქარე დამღუპველია და აუცილებელია თანმიმდევრული ნაბიჯები.
"ნუ შევიყვანთ ნურავის შეცდომაში. გასაგებია, რომ ყველაფერი ძალიან გვეჩქარება. მე არ ვამბობ, რომ მეცნიერებს აქვთ ანაზღაურება, რასაც ისინი იმსახურებენ, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. სურათი, რომელიც დაიხატა, ნიშნავს, რომ დაინგრა და დაიქცა ყველაფერი და არაფერი არსებობს. ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს და რაღაც ეტაპამდე მივედით. მე მგონი, მივდივართ სწორი მიმართულებით", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მოგვიანებით, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძემ განმარტა, მას არ უთქვამს, რომ მეცნიერება დაინგრა. მისი თქმით, მეცნიერება საქართველოში გადარჩა და ეს მეცნიერების დამსახურებაა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია