დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 10:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის მიზნისთ კონკურსი გამოაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, კონკურსი 11 დიპლომატიურ ვაკანტურ თანამდებობაზე ცხადდება. დეტალური ინფორმაცია მოცემულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა www.mfa.gov.ge და საკარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.pr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობს სახელმწიფო ენას, ინგლისურ ენას და მეორე უცხო ენას. განცხადებების მიღების ვადაა 2014 წლის 13 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია