დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლების კომიტეტში დღეს თამარ სანიკიძეს მოუსმენენ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 09:00:02
განათლების საპარლამენტო კომიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს მოუსმენენ. განხილვის მთავარი თემა მეცნიერების განვითარების მიმართულებით ჩატარებული მუშაობის ანგარიშია.
მეცნიერების განვითარების საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებზე პროფესორი ავთანდილ არაბული ისაუბრებს.
საპარლამენტო კომიტეტის აპარატის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის მეცნიერთა დაფინანსების საკითხი. კომიტეტის მოთხოვნით, სამინისტრო სხდომაზე წარადგენს ანგარიშს მეცნიერების აღდგენისა და განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.
მათივე განმარტებით, შეხვედრის ინიცირება კომიტეტში შესული ქართველ მეცნიერთა წერილის საფუძველზე მოხდა. მეცნიერები სერიოზულ პროტესტს გამოთქვამენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით, მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების გამო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია