დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - მოქმედი კონსტიტუცია ჰიბრიდული დოკუმენტია, რომელიც მიუღებელია ნებისმიერი იურისტისთვის
ავტორი:
2014/ოქტომბერი/09 18:00:17
დღეს მოქმედი კონსტიტუცია არის ჰიბრიდული დოკუმენტი, რომელიც მიუღებელია ნებისმიერი იურისტისთვის, - ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო კომისიაში პარტიის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.
"ეს არის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს კონფლიქტს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. ამის შესახებ მე ვაფრთხილებდი შესაბამის უწყებებს და პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ სამწუხაროდ, თავის დროზე არავინ ეს ყურად არ იღო. დღეს ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ - კონსტიტუცია ვერ მუშაობს და ქვეყანაში არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა ერთი პოზიტიური ფაქტია დაფიქსირებული, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას სჭირდება რეალური ცვლილებები კონსტიტუციაში. ჩვენ თავიდანვე მივესალმეთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნა კონსტიტუციის გადასინჯვის სახელმწიფო კომისია. დღეს მინდა საზოგადოების წინაშე წარვადგინო ამ კომისიის წევრი "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" - დიმიტრი ლორთქიფანიძე. პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი მუშაობა ნამდვილად წაადგება საერთო პროცესს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი კონსტიტუცია, თუმცა გასაგებია ისიც, რომ საარჩევნო პროცესი სხვა ვადებს აწესებს.
"დიმიტრი ლორთქიფანიძე გაითვალისწინებს ამ რეალობას და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მივიღოთ ცვლილებები ძირითად კანონში, რომელიც ძალიან წაადგება ქვეყანაში სტაბილურობას და არჩევნების ნორმალურ ჩატარებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია