დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ტელევიზიების წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/09 16:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა არხის ტელეწამყვანებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა და ჯერჯერობით შეხვედრის თემა მათთვის უცნობია.
"პალიტრა ტვ"- ის გადაცემა "რეზიუმეს" ავტორისა და წამყვანის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, მოუსმენს, რას იტყვის პრეზიდენტი და შესაბამისად კითხვებიც გაუჩნდება.
"ვნახავ, რა აქვს სათქმელი. წინასწარ რაღაც განსაკუთრებული კითხვები არ მაქვს, ", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.
კითხვაზე, ხომ არ იქნება ისეთივე ცხარე დებატები, როგორც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან იყო, მერაბ მეტრეველმა განაცხადა - "იმედია, მიჯირყვნას არ გვიპირებენ".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია