დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე - საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ჯერ მომწიფებული არ არის
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 22:30:02
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ჯერ მომწიფებული არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების დაკითხებში, თენგიზ ფხალაძემ "მაესტროს 9-იანში", გიორგი მარგველაშვილის მიერ "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუზე კომენტირებისას განაცხადა.
ფხალაძის განმარტებით, ზოგადად, ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერი შეხვედრისთვის მზად არის, რომელიც ქვეყანას წაადგება.
"პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურასთან მზად არის შეხვედრისთვის, რომელმაც საქართველოს შეიძლება დადებითი მოუტანოს, დაძრას ის მტკივნეული თემები, რასაც ჰქვია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია - წინ წასწიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ა.შ. რაც არ უნდა რთული იყოს ეს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტი ამას არ გაურბის, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. პრეზიდენტების შეხვედრა არ მზადდება ერთ წუთში. ასეთი სამზადისი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ დაწყებულა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, შეხვედრის თვითმიზანი "შეხვედრა შეხვედრისთვის" არ უნდა იყოს.
"მომწიფებული რომ იყოს საკითხი, შეხვედრა შედგებოდა. თუ საკითხი მომწიფდა ისე, რომ რუსეთის ფედერაცია მზად აღმოჩნდება საქართველოს დეოკუპაციაზე და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე სალაპარაკოდ, რომლებიც არსებობს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ის შედგეს. დღეისთვის მსგავსი მზადყოფნა არ არსებობს და შესაბამისად, შეხვედრაზე საუბარიც არ არის", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის საფუძველი გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მაინც შეიქმნას, თენგიზ ფხალაძის თქმით, 5 წელიწადში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"საერთაშორისო ურთიერთობები იმდენად დინამიურია, რომ 5 წელი არ არის ცოტა დრო. დაახლოებით ეს პერიოდი დასჭირდა მეორე მსოფლიო ომს, რომ გერმანიას კაპიტულაციისთვის ხელი მოეწერა. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს 5 წელიწადში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ფხალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია