დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან იზორია - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება ქვეყანაში, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 19:00:02
როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზოარიამ ჟურნალისტებს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის გახსნაზე განუცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამოვლენილი არალეგალები სწორედ აღნიშნულ ცენტრში განთავსდებიან, რის შემდეგაც მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.
"როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, სამართლებლივი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება. ეს არის ევროპული სტანდარტი. ამას ითვალისწინებს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და შესაბამისად, ეს ვალდებულება, რაც იკისრა ქვეყანამ, შეასრულა ღირსეულად. აქამდე კი ეს პროცესი იყო რეგულაციის მიღმა დატოვებული. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ძალიან ბევრია საქართველოში სწორედ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა ადრე მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მომხდარიყო მათი გამოვლენა, ვთქვათ, განთავსება დროებით და შემდეგ, როგორც ამას სამართლებრივი პროცედურები ითხოვს – გაძევებაც. ეს ცენტრი, რომელიც ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოვლენილი არალეგალები დროებით განთავსდეს და შემდეგ უკვე სამართლებრივი პროცედურები
დაიწყოს მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ", - განაცხადა იზორიამ.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე სამართალდამცავი ორგანოების მიერ თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი რაოდენობით ჰეროინის ამოღების ფაქტს ადგილი არ ჰქონია საქართველოს ისტორიაში.
"ეს არის დიდი მუშაობის შედეგი. მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი კრიმინალური პოლიციის ეფექტიან მუშაობას. შესაბამისად ჩვენ მოვახდინეთ ოპერატიულ ინფორმაციის საფუძველზე რეაგირება", - აღნიშნა იზორიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია