დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" მერიაში ქალაქის მთავრობის მოხელეთა ატესტაციას დადებითად აფასებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 16:30:02
საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თბილისის მერიაში ქალაქის მთავრობის მოხელეთა ატესტაციას დადებითად აფასებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქციიდან აცნობეს, საჯარო სამსახურებში საკონკურსო-საატესტაციო გამოცდების აუცილებლობას თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმებით ხსნის და განმარტავს, რომ ტესტირება უზრუნველყოფს სამსახურეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.
"ჩვენ მივესალმებით ასეთი სახით ატესტაციის ჩატარებას. იმისათვის, რომ სამსახურებმა სრულფასოვნად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, ატესტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მერიასა და საკრებულოში ბევრი კვალიფიკაციური კადრია, რომლებიც უპრობლემოდ შეძლებენ ამ ეტაპის გავლას და, შესაბამისად, შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს",- ნათქვამია განცხადებაში.
საკრებულოს მმართველი ფრაქცია ოპონენტი კოლეგების მხრიდან ზეწოლის შესახებ გაკეთეულ განცხადებასაც ეხმაურება.
"მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან განხორციელდა თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლება, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრებმა დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებისგან გამოითხოვეს ინფორმაცია, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით თბილისის მერიის თანამშრომელთა 95% კვლავ ასრულებს თავის მოვალეობას. რაც შეეხება გათავისუფლებულ ადამიანებს, მათი რაოდენობა 155 ადამიანს აღწევს, აღსანიშნავია, რომ აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე – 115, ვადის გასვლის გამო – 32, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო – 5 და სხვა საფუძვლით - 3 გათავისუფლდნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ოპონენტი კოლეგების განცხადება უსაფუძვლოა და თითოეულ მათგანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცახდებებისგან და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს",- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მერიაში ხელშეკრულებებით აყვანილ თანამშრომლებს, საკრებულოს მმართეველი ფრაქციის განცხადებით, საჯარო მოხელეს გადატვირთულ რეჟიმში უწევს მუშაობა და იმისათვის, რომ საქმე სრულფასოვნად შესრულდეს, საჭიროა დამატებითი კადრები, ატესტაციის გავლის შემდეგ კი ზუსტად იმდენი ადამიანი დარჩება, რამდენიც აღნიშნულ სამსახურებში ეფექტიანი მუშაობისთვის იქნება საჭირო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია