დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ გეგეშიძე ჯონ ბასის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 15:30:02
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე, თურქეთში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი თავად აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ წარადგინა. ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ წარმატება უსურვა ჯონ ბასს მის სამომავალო საქმიანობაში და გაიხსენა მისი საქართველოში მუშაობის პერიოდი.
ჯონ ბასი 2009-2012 წწ-ში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია