დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა გოგოლაშვილი - ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე ნამდვილად არის ხარვეზები და სწორია, რომ პრეზიდენტიც ამაზე საუბრობს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 13:00:02
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით ნამდვილად არის ხარვეზები და სწორია, რომ პრეზიდენტიც ამაზე საუბრობს , - ამის შესახებ სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"მე მგონი, პრეზიდენტი სრულიად სამართლიანად აღნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხარვეზები, რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს და მათ მიმართ წარმოებულ საქმეებს. აქ ნამდვილად არის ხარვეზები, ამას ევროკავშირიც უსვამს ხაზს, ამერიკის შეერთებული შტატებიც და სხვა ჩვენი პარტნიორებიც და ალბათ, სწორია, რომ პრეზიდენტიც ამაზე საუბრობს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაინტერესდა, რას უპასუხებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე - მომავლით. ასეთი კითხვით რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტს გუშინ, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე მიმართა, რაზეც გიორგი მარგველაშვილის პასუხი იყო, რომ "ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეწუხება ჩვენი გამოწვევაა".
"ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს. მეორე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი - მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია