დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მინისტრის მოადგილე ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას გამორიცხავს 
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 21:00:10
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების არცერთ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება არ ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება დევდარიანმა სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმრების შიშმილობის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, მეშვიდე მკაცრი დაწესებულებაა და პატიმრებს სასჯელის მოხდა შესაბამის პირობებში უწევთ. ერთ-ერთი პატიმრის დედის თქმით, მოშიმშილეები დაწესებულების პირობებს აპროტესტებენ. „სინათლე არ შედის საკნებში, ძველი, ნესტიანი შენობააა, ჰაერზე არ გამოყავთ, შეზღუდული აქვთ ყველაფრის უფლება, საერთოდ ვერ ვუკავშირდებით“, - აცხადებს პატიმრის დედა. გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდე დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი მეოცე დღეა შიმშილობს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია