დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - კარგია, რომ თენგიზ ერისთავის თაობაზე სასამართლომ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 12:30:02
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან კარგია, რომ სასამართლომ თენგიზ ერისთავის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პროკურატურა შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაზეც ამ დროისთვის უფლებების დარღვევის კუთხით მიუთითებენ.
"ძალიან კარგია, რომ სასამართლომ ერისთავის თაობაზე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა. ბოლო პერიოდში იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ, მათ შორის ჩემთანაც. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისაუბრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისი დაპატიმრების საკითხს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს ეჭვი და ბევრი კითხვა, ყოველთვის ეს ეჭვი განიმარტება და ყოველთვის უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ან დაკავებული პირის სასარგებლოდ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე, პროკურატურაში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.
გუშინ, თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია