დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის მერიაში სახელფასო დანამატების გაცემის თაობაზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 10:30:02
დავით ნარმანიას ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც მერიის თანამდებობების პირებზე დანამატის გაცემას გულისხმობს, დედაქალაქის მერიაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი შესაძლოა, მოგვიანებით გაკეთდეს.
საუბარია მერიის თანამდებობის პირებეზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, დანამატი, 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.
დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს.
ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს იღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი - 3540, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600, რაიონის გამგებელი - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300 ყოველთვიური დანამატი და სხვა თანამდებობის პირები.
ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია