დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 10:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ალექსი პეტრიაშვილმა ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენიასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. კერძოდ, ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე ევროპარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა 2015 წელს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადებაზე. სამიტის მოლოდინებზე საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის, ასევე, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გამოცხადების, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ბრიუსელში აკრედიტებული მისიების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ. ალექსი პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე: საქართველო 2008 - უკრაინა 2014: ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგი და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია