დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ევროსაბჭოს რეზოლუციაზეც იმსჯელეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/06 23:00:02
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გასულ კვირას სტრასბურგში გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე იმსჯელეს.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგიკული არაფერია.
"დოკუმენტში ძალიან ბევრი დადებითი საკითხია ჩაწერილი. არის ბევრი საინტერესო რჩევა. პირადად ჩემი ნეგატიური დამოუკიდებულება ეხება რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც ახალაიასა და სააკაშვილს უკავშირდება. ამ კონკრეტული პირების მიმართ არსებობს ძალიან მძიმე კითხვები, რაზეც მათ პასუხი უნდა გასცენ. თუკი მათ სასამართლო გაამართლებს, ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ასე რომ, უნდა დაველოდოთ მიმდინარე პროცესის დასრულებას", - აღნიშნა კალაძემ.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბჭოს წარმომადგენლებს ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია დელეგაციის წევრმა ეკა ბესელიამ მიაწოდა. ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ევროსაბჭოში მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელების პოზიციაზე და აღნიშნა, რომ თავად მომხსენებლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას.
"მომხსენებლები, რომლებიც დანიშნულნი არიან საქართველოს მონიტორინგზე, კვლავ გააგრძელებენ ანგარიშის მომზადებას. გაგრძელდება მათთან მუშაობა, მუშაობა გაგრძელდება დელეგაციების ფორმატში. პოზიტივებთან ერთად, რაზეც რეზოლუციაში იყო საუბარი, არის რამდენიმე კონკრეტული თემა, რაც საჭიროებს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან ინფორმაციის გაცვლას. კარგი იქნება მომხსენებლებთან დამატებითი მუშაობა, მით უფრო, იმ ფონზე, რომ მომხსენებლები ისეთივე პოზიციაზე იყვნენ, რა პოზიციაც გვქონდა ჩვენ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ევროსაბჭოს მომხსენებელთა პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის მომხრეთა შორის არ იყვნენ თავად მომხსენებლები, რომლებიც საკვანძო ფიგურები არიან ამ პროცესში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია