დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - თუ გვინდა, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში
ავტორი:
2014/ოქტომბერი/06 16:00:02
თუ ჩვენ გვინდა, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში , - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაციის ორი პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ორგანიზაცია "მოქალაქის" ორი პროექტის: "სტუდენტები მმართველობისთვის" და "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს ორი პროექტი ეხება საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილს, რათა ისინი გააქტიურდნენ.
კითხვაზე, საკმარისად აქტიურია თუ არა დღეს ორგანიზაცია "მოქალაქე", ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საზოგადოებამ და მედიამ უნდა შეაფასონ.
რაც შეეხება აღნიშნული პროექტების ღირებულებას, როგორც მან აღნიშნა, მილიონ ლარზე ნაკლები არც ერთი პროექტი არ დაჯდება, თუმცა თანხა მოგვიანებით დაზუსტდება.
"ბიუჯეტი არ არის შეზღუდული, მაგრამ არც გადაჭარბება შეიძლება", - აღნიშნა ივანიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია