დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/06 11:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენიასთან და რეგიონული პოლიტიკის ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან.
ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა "ევროპული პოლიტიკის ცენტრში" თემაზე: საქართველო 2008 - უკრაინა 2014: ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია