დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა დავითაიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებას გეგმავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/05 17:00:02
ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მედიასაშუალებების მეშვეობით მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით დავითაია განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ის ქვეყნის მოღალატედ და რუსეთის აგენტად წარმოაჩინოს, რაც სრული აბსურდია. დავითაია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მსგავს კამპანიაში არ ჩაებან.
"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივმა მოძრაობამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩემს წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული და ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ჩემს მტრად წარმოჩენას. ეს არის გაგრძელება იმ ცილისმწამებლური კამპანიის, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს ჩემი უკანონო დაკავებით დაიწყო. სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებამ დამაბრალა არ ჩადენილი შეთქმულება შეიარაღებული გადატრიალების მიზნით. ამ ახალ კამპანიას უშუალოდ ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართულ მედიასაშაულებებს, განსაკუთრებით კი ტელევიზიებს და "რუსთავი 2"-ს აძლევს დავალებებს შესაბამისი გადაცემების მოსამზადებლად, სადაც ცალმხრივად იქნება წარმოჩენილი პოზიციები. დღეს, P.S.-ში იგეგმება სიუჟეტის გაშვება, სადაც ცილისწამების ნიაღვარი იქნება ჩემ მიმართ და აპელირება მოხდება სწორედ ამ 2006 წლის ბრალდებაზე. ვაცხადებ, რომ მოღალატეები და აგენტები "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან. ჩემი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მზადყოფნას ვაცხადებ, რომ ნებისმიერ გადაცემაში მივიღო მონაწილება, რათა შესაძლებლობა მქონდეს პირადად შევეწინააღმდეგო ჩემს მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს", - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, თუ ტელევიზიები მის პოზიციას არ გააშუქებენ, მისგან პროტესტი მოყვება. "მე მივმართავ ყველა ჩემს ხელთ არსებულ სამართლებრივ მექანიზმს პროტესტის გამოსახატად. შესაძლოა ეს იყოს აქციები. ასევე მივმართავ სასამართლოს და პროკურატურას ამ ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ. საქმის კურსში ჩავაყენებ დასავლეთსაც, რათა ნახონ, რომ ეს მედიასაშუალებები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იმართებიან", - აღნიშნა ზაზა დავითაიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია