დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი საკითხების "მუშტი-კრივის მეთოდებით" გარჩევას დაუშვებლად მიიჩნევს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 19:30:02
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "თავისუფალ ზონასა" და "თავისუფალ თაობას" შორის მომხდარ დაპირისპირებას დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც გიიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მან უკვე გააკეთა განცხადება, სადაც პოლიტიკოსებს მოუწოდა, რაც შეიძლება უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს და სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ.
"იქ არ არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთი ან მეორე მხრიდან, არამედ ჩართულები არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებმა სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოახდინონ. მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მე მოვუწოდე ყველას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ასევე მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, გამომდინარე ვითარების პოლიტიკური სირთულიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ეს საკითხები. ეს იყო მოწოდება გუშინწინ და იგივე რჩება დღესაც.
აბსოლუტურად დაუშვებლად მიმაჩნია საქმე გაარჩიონ ქუჩაში, მუშტი - კრივის მეთოდებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ღიაა მედია რესურსები, სადაც ყველა მონაწილე პირს აქვს შესაძლებლობა მივიდეს ან ბრიფინგი ჩაატაროს, ან დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა და ჩემი აზრით არავინ ამას არ უკრძალავს. ამისთვის არსებობს გადაცემები, ამისთვის არსებობს პრესა და მათი პოლიტიკური პოზიციები უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ ვერბალურად და არა ფიზიკურად", -განაცხადა პრეზიდენტმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია