დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - თუ პრემიერი იქნება ის ადამიანი, ვინც ქართულ დელეგაციას დავოსში წარუძღვება, ამას მივესალმები
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 17:30:04
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრი იქნება ის ადამიანი, ვინც ქართულ დელეგაციას დავოსში წარუძღვება, ის ამას მიესალმება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა. მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავოსში წარმოდგენილი იყოს ქართული დელეგაცია.
"ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც სულ ახლახანს მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ იყოს წარმოდგენილი ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ის მნიშვნელოვანი ფიგურები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, თუ პრემიერ-მინისტრი იქნება ის ადამიანი, ვინც წარუძღვება დელეგაციას, მე ამას მივესალმები", - განაცხადა მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია