დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილმა შვედეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 17:00:02
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა , ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტინა კვიკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, ასევე, ამ პროცესში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. შვედეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილებაში ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევისათვის.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. ალექსი პეტრიაშვილმა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის მოლოდინებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადექვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში.
შევედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია პრიორიტეტული თემებია შვედეთისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია