დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ქუმსიშვილი - ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობისთვის 50 000 ლარამდე მინიგრანტები გაიცემა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 11:30:02
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სამ საგრანტო პროგრამას იწყებს,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამები მიმართულია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კომერციალიზაციისკენ, ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობისა და ახალი, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების გაჩენისკენ.
"ისინი ასევე უზრუნველყოფენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. საგრანტო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდება სამრეწველო ინოვაციების ორი ლაბორატორია, რომლებიც უახლოესი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღიჭურვება. უნივერსიტეტები შეირჩევა დამოუკიდებელი საგრანტო საბჭოს მიერ. ასევე იგეგმება უნივერისტეტების ბაზაზე კერძო ბიზნესთან აქტიური ინტეგრაციის განსახორციელებლად და სამრეწველო ამოცანების შესასრულებლად, პრაქტიკაზე და ბაზარზე ორიენტირებული გამოცდილების მისაღებად ინოვაციების სამი ლაბორატორიის შექმნა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 50 000 ლარამდე მინიგრანტები გაიცემა და სულ 20-მდე პროექტი დაფინანსდება, ხოლო სამ საგრანტო პროგრამაზე, საერთო ჯამში, 1 816 000 ლარი გამოიყოფა. თითოეული საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადი განიხილება საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამარჯვებულს სააგენტოსგან დამოუკიდებელი საგრანტო საბჭო გამოავლენს.
"საგრანტო პროგრამების საშუალებით უნდა მოხდეს ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტების და კომპანიების გაჩენის ხელშეწყობა, ასევე, საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნის სტიმულირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, ნებისმიერ მსურველს უკვე 6 ოქტომბრიდან შეეძლება საგრანტო განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლიგიების ვებგვერდიდან. დაინტერესებულ პირებს ასევე შეეძლებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება საგრანტო პროგრამის სტრუქტურის შესახებ. განაცხადების მიღება 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია