დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 11:00:02
3-5 ოქტომბერს, ჟენევაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმოდი დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგელობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი და პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი.
როგორც პარლამენტში აცხადებენ, ასამბლეა შემოდგომის სხდომის ფორმატში შეიკრიბება და განიხილავს საკითხებს, რომლებიც ეუთო-ს სამივე (პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ) განზომილებასთან არის დაკავშირებული. სხდომა "უსაფრთხოების ახალი გამოწვევები - პარლამენტების როლი", სახელწოდებით იმართება.
შვეიცარია 2014 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა და ასამბლეის შეხვედრის ადგილადაა არჩეული. პლენარულ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ შვეიცარიის შტატების საბჭოს (პარლამენტის ერთ-ერთი პალატის) სპიკერი ჰანს ჯერმანი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან, ასამბლეის გენერალურ მდივან სპენსერ ოლივერთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერისთან გამართავს.
დელეგაციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია