დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსების ჩატარება ორი თვით გადავადდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 09:30:02
ადგილობრივ თვითმმართველობებში, საკონკურსო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარება ორი თვით გადავადდა.
პარლამენტმა დაამტკიცა "საჯარო სამსახურის" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2014 წლის 31 ოქტომბრის ნაცვლად, 31 დეკემბერი განისაზღვრება თვითმმართველობების თანამდებობაზე იმ მოხელის დანიშვნის ბოლო ვადად, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეირჩეს. პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, საკონკურსო ვადამ მეოთხედ გადაიწია.
როგორც საკითხის ინიციატორი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი განმარტავს, საჯარო სამსახურებში კონკურსის ჩატარების გადავადება პროცესის ნორმალურად წარმართვას ხელს არ უწყობს, თუმცა, მისივე თქმით, ვადის გადაწევა შესაბამის უწყებებს კონკურსების უკეთ ორგანიზების მიზნით სჭირდებათ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია