დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოკერია წლების განმავლობაში მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ატყუებდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 17:30:03
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ბოკერია წლების განმავლობაში ატყუებდა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველაზე მეტად ამორალურ საქმეს ემსახურებოდა".
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.
"დღეს გამოდიან მთავარი სიცრუის გამხმოვანებლები, მოვისმინე იგივე ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ბოკერიას განცხადებები. ბოკერია არის ერთ-ერთი მთავარი პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. ის ყველაზე მეტად დიდ ამორალურ საქმეს ემსახურებოდა, ანუ რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს – ციხეებში პატიმრების გაუპატიურება, წამება, ლენინის მეთოდებით _ ამ ყველაფრის შეფუთვა და გასუფთავება, ბოდიშით და "გაპრავება" ევალებოდა ბოკერიას. დღეს გამოდიან ეს ადამიანები, ჭკუას ასწავლიან მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ რაღაც სასწაულ რეზოლუციას მიაღწიეს. არაფრისთვის არ მიუღწევიათ. ეს ადამიანები ებრძვიან სახელმწიფოს, ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას და აგრძელებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის სიმართლე და ორი წლის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" განაჩენი გამოუტანეს.
"მე ამ ადამიანებს მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ისინი დღითიდღე საკუთარი თავის მარგინალიზებას ახდენენ და მოსახლეობაში თესავენ სიძულვილს და აგრესიას და ძალიან რთული იქნება კონსოლიდაცია, მათი რეინტეგრირება საზოგადოებაში. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ეს პარტიზანული ბრძოლა. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დამაზიანებელი, მავნებლური საქმიანობა. ამით ჩვენ, არაფერს გვაკლებენ რეალურად, მაგრამ ისინი აზიანებენ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ძაბავენ, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია