დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული კათოლიკური მისიის ექსპონატების ასლების საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 17:00:02
ხელისუფლება საქართველოში სტამბოლის ქართული კათოლიკური მისიის ფონდის ექსპონატების ასლების ჩამოტანაზე მუშაობს. ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კავკასიის საკითხთა და დიაპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფონდია, ძალიან სერიოზული რაოდენობის ექსპონატებით. დაახლოებით 85-ათასი ექსპონატია, რომელიც XVI საუკუნიდან იწყება და შემდგომ პერიოდში გრძელდება. ფონდის ექსპონატები შეგროვებულია ქართველი კათოლიკე მისიონერების მიერ. ვთვლით, რომ ფონდის აღწერა და ასლების ჩვენს ქვეყანაში ჩამოტანა, აუცილებელია. გარწმუნებთ, იქ არის დოკუმენტები, რომელიც შეიძლება ჩაითვალის უნიკალურად და სახელმწიფოს მათი ასლების არსებობა შეიძლება ძალიან გამოადგეს", - განაცხადა სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატის თქმით, საკითხზე მუშაობენ შესაბამისი სამთავრობო უწყებები, პარლამენტის კომიტეტი, ინიციატივის განხორციელებაში ჩართულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
"უახლოეს დღეებში დაგეგმილია სტამბოლში ჩასვლა. ვიზიტი ალბათ წარმატებით დასრულდება", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძე პარლამენტს კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს აცნობს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია