დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 09:00:02
ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების შეცვლისკენ უნდა მიმართოს.
"ეს არის დოკუმენტი, სადაც ყველა ის პრობელმა, რაც ქართული დემოკრატიის წინაშე, ახალი ხელისუფლების და მილიარდერი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ დგას, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკური მოტივით სასამართლო სისტემის, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება, დაუსჯელი ძალადობა, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ - დოკუმენტში ყველა ამ პრობლემაზეა საუბარი და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე ღელავენ, რომ რაღაც გაიტანეს, თუ ვერ გაიტანეს, მაგრამ ეს კი არ არის არსებითი საკითხი, არსებითია ის, რომ ქვეყანაში ეს პრობლემები არსებობს. დოკუმენტი ძალიან მწვავეა და ხელისუფლებამ ძალისხმევა უნდა ჩართოს არა იმ მხრივ, რომ რაიმე დაბლოკოს, არამედ კონცენტაცია უნდა მოახდინონ კურსის შეცვლაზე და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე. რეზოლუცია, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ ძალიან საგანგაშოა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შორდება იმას, რასაც ჰქვია გზა ევროპისკენ", - აღნიშნა ბოკერიამ.
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია