დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ჩიქოვანი - ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია წინააღმდეგობრივია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 21:30:02
ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია წინააღმდეგობრივია.
"ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციას მხარს თავად მომხსენებლები არ უჭერებენ, ვინც უშუალოდ ფლობენ ადგილზე არსებულ სიტუაციას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოხსენებაში ასახული საკითხები რეზოლუციაში ადეკვატურად არ არის ასახული. საკითხს მხარი არ დაუჭირა მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმაც. მას არც მე დავუჭირე მხარი, რადგან მხარს ვუჭერ მომხსენებლების პოზიციას. საკითხები, რომელთა გატანაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მოხდა, ადეკვატურად არ ასახავს რეალობას, რაც საქართველოში არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია