დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წარმოების გაფართოების მსურველ ნებისმიერ ბიზნესმენს პროგრამაში – "აწარმოე საქართველოში" ჩართვის საშუალება ექნება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 20:30:02
ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია ჩაერთოს საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში – "აწარმოე საქართველოში" და მიიღოს შეღავათიანი სესხი, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკურ საბჭოზე აღინიშნა, სადაც პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე 25 პროექტი, რაც ნიშნავს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას.
"პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ წარმოების გაფართოება–გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით", –აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია