დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 20:00:02
საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1-ელი მარტიდან შევა ძალაში, – ამგვარი რეკომენდაციით ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა.
საბჭოს სხდომა დღეს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელზეც საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ეკონომიკურ საბჭოზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე 25 პროექტი, რაც ნიშნავს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეიდან ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში და მიიღოს შეღავათიანი სესხი.
"პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ წარმოების გაფართოება–გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ, მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით,"–განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
დღევანდელ ეკონომიკურ საბჭოზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტი "ახალი აბრეშუმის გზა", რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია