დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - ლუგარის ლაბორატორიას საფრთხების აღმოფხვრისა და პრევენციის თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობები აქვს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 15:00:02
საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის სახით აქვს აქტივი, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ ახვედრებს გლობალური ყურადღების ცენტრში , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ესტუმრა.
როგორც ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, ლაბორატორიის ფუნქციონირება არის კარი მაგალითი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის.
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ცივი ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არენაზე ყველა ადამიანი ცდილობს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა გადაიყვანოს მშვიდობიანი თანამშრომლობის რელსებზე და ძალიან ბევრიც გაკეთდა ამ მიმართულებით. თუმცა, როგორც ვხედავთ, არსებობს სხვადასხვა საფრთხე, მათ შორის ებოლას ვირუსის სახით არსებული. მიმაჩნია, რომ ლუგარის ლაბორატორიას საფრთხების აღმოფხვრისა და პრევენციის თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობები და რესურსი აქვს. შესაბამისად აქტივი, რომელიც საქართველოს ამ ლაბორატორიის სახით აქვს, ქვეყანას კიდევ ერთხელ ახვედრებს გლობალური ყურადღების ცენტრში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის ელჩის განმარტებით, მოხარულია, რომ ლაბორატორიის მართვას საქართველოს მთავრობა ჩაუდგა სათავეში.
"არც ერთი ქვეყანა არ რჩება გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებული ინიციატივების ფარგლებს გარეთ და მეცნიერები რუსეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან ერთად მოღვაწეობენ იმისთვის, რომ მოხდეს დაავადებების გარკვეული პრევენცია. ეს დაავადებები, ჩნდებიან, თითქოსდა არსაიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდებიან. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ლუგარის ლაბორატორიის მართვა გადაეცა საქართველოს მთავრობას და სწორედ ის ჩაუდგა ამ პროცესს სათავეში. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ესაა ერთი ძალიან კარგი მაგალითი პარტნიორობის, რომელიც როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია