დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი მოლდოვის თავდაცვის შეხვდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 13:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მოლდოვის თავდაცვის მინისტრს ვალერიუ ტროენკოს შეხვდა.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ საქართველოსა და მოლდოვას შორის ყველა ძირითადი მიმართულებით ვითარდება თანამშრომლობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ჩვენ მოლდოველ კოლეგებსა და მეგობრებში და საქართველო მზად არის სრულად გაუზიაროს მათ დაგროვილი გამოცდილება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვის გამოცდილება და წარმატება ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორიც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, დიდი ხანია ამ და სხვა მიმართულებით მთავრობა მოლდოველ პარტნიორებთან თანამშრომლობს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია